LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერმა თავისი განცხადებით წაახალის ის, რასაც ახლა რუსთაველის გამზირზე ვხედავთ, საპატრიარქო ხელჩაკიდებულად მოქმედებს ხელისუფლებასთან ერთად: სამნიძე

51
ხათუნა სამნიძე

“პრემიერმა ღიად, პირდაპირ გააკეთა განცხადება, რითაც წაახალის ის, რასაც ახლა ვხედავთ რუსთაველის გამზირზე. მან პრაქტიკულად, მოუწოდა ამ ძალებს, რომლებიც ძალადობისთვის არიან შეკრებილი, იმოქმედონ საკუთარი შეხედულებების შესაბამისად. ” – განაცხადა “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ და თქვა, რომ პრემიერის განცხადებამ წაახალისა და ხელ-ფეხი გაუხსნა ყველა იმ ადამიანს, რომელიც რუსთაველის გამზირზე ძალადობისთვის დგას.

როგორც სამნძე ამბობს, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ დარწმუნდა, რომ პრემიერის გარეშე ეს ძალები ასე ღიად, ასეთი ტიპის ძალადობას ვერ გაბედავდნენ:

“იმის ნაცვლად, რომ მთავრობის წარმომადგენლისგან, პრემიერისგან მოგვესმინა მკაფიო განცხადება, მკაცრი, რომ ეს ქვეყანა იცავს კონსტიტუციას და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება დაცული იქნება, პრემიერმა ღიად, პირდაპირ გააკეთა განცხადება, რითაც წაახალის ის, რასაც ახლა ვხედავთ რუსთაველის გამზირზე. მან მოუწოდა პრაქტიკულად ამ ძალებს, რომლებიც ძალადობისთვის არიან შეკრებილი, იმოქმედონ საკუთარი შეხედულებების შესაბამისად იმისთვის, რომ არ ჩატარდეს ამ ქვეყანაში მშვიდობიანი მარში.

თვითონაც თქვა, რომ ის თურმე, არ ემხრობა მარშის ჩატარებას და თურმე, კონსტიტუცია ისე უნდა წავიკითხოთ, როგორც პრემიერს სურს და არა ისე, როგორც ის არის დაწერილი, რომ თითოეულ ადამიანს აქვს გამოხატვის და შეკრების უფლება. ამ განცხადების მერე დავრწმუნდი იმაში, რომ მის გარეშე, პრემიერის გარეშე ვერ გაბედავდნენ ეს ძალები ღიად, პრორუსული მოძალადე, მარგინალური ძალები ასეთი ტიპის ძალადობას. მისმა განცხადებამ პირდაპირ წაახალისა და პირდაპირ გაუხსნა ხელ-ფეხი ყველა იმ ადამიანს, რომელიც ძალადობისთვის დგას ახლა რუსთაველის გამზირზე და თურმე, მათი გადასაწყვეტია, ვინ ჩაივლის და ვინ არა, რუსთაველის გამზირზე.” – თქვა სამნიძემ.

მისივე თქმით, საპატრიარქო ხელჩაკიდებულად მოქმედებს ხელისუფლებასთან ერთად და ეს არ არის პირველი შემთხვევა:

“თითს უქნევს ხელისუფლება, როცა მას ეს სჭირდება და დღეს სწორედ ამის ჩვენებაა, მას არ სჭირდება ხელის დაქნევა ღარიბაშვილისთვის პირადად, პრემიერი არის თავიდან ბოლომდე იმ მხარეს, სადაც გვესმის ძალადობა, დაპირისპირება. როცა ის ლაპარაკობს სამოქალაქო დაპირისპირებაზე, ურჩევნია, უკეთესია, თუ უკეთესად წაიკითხავს კონსტიტუციას, გადახედავს უახლოეს წარსულს და თვითონვე ნახავს, რომ როდესაც ქვეყანაში ხდება ამ ტიპის დაპირისპირება, ამ ტიპის აგრესია, ჟურნალისტებზე, თავისუფალ მოქალაქეებზე თავდასხმა, ყოველთვის ეს მხარდაჭერილია ხელისუფლების მხრიდან და არც ერთი ეს მარგინალური ძალა დამოუკიდებლად არ მოქმედებს და მათ არ აქვთ საშუალება, თუ მკაცრია ხელისუფლება, იქ კანონი ასე დაარღვიონ.” – თქვა სამნიძემ.

პოპულარულები