LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერმინისტრის საგანგებო განცხადება – ხელისუფლების 3 პუნქტიანი შეთავაზება სარალიძეს

82

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილებს მთავრობის კანცელარიიდან, საგანგებო ბრიფინგითთ მიმართა.

“ჩვენი ხელისუფლება არის ხალხის არჩეული ხელისუფლება, ყოველთვის ვიდექი ჩემი ხალხის გვერდით და არასდროს მოვრიდებივარ მათთან კომუნიკაციას, ამიტომ გადავწყვიტე მივსულიყავი მოკლული ახალგაზრდის ოჯახთან და სხვა გარდაცვლილთა მშობლებთან. ვიცოდი პროვოკაციები იყო მოსალოდნელი, ჩემი მისვლა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიიღო პოზიტიურად, თუმცა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა პირებმა არ მომცეს საშუალება მეთქვა ჩემი სათქმელი,” – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხელისუფლების სამპუნქტიანი შეთავაზება გააჟღერა.

  1. ხვალ დილიდან საქმის გამოძიებას შსს სამინისტრო დაიბრუნებს და გამოძიების პროცესს პრემიერის მეთვალყურეობიოთ მინისტრი გიორგი გახარია გაუძღვება;

2. პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდება კომისიის შემადგენლობა, სადაც უმრავლესობით იქნებიან  წარმოდგენილი საპარლამენტო უმცირესობის წევრები;

3. ირაკლი შოთაძის გადადგომის შედეგ,  იუსტიციის მინისტრს საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობით დაევალება შეირჩეს ახალი პროკურორი.

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით ხელისუფლების მიერ წამოყენებული პირობების შესრულებაზე ის პირადად იღებს პასუხისგებლობას.

რაც შეეხება მისი გადადგომის საკითხს, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას თანამდებობა არცერთი ადამიანის უბედურებად არ უღირს და როცა დარწმუნდება, რომ  მისი გადადგომა სიტუაციას განმუხტავს, უკან არ დაიხევს, თუმცა, დღეს ფიქრობს, რომ ეს სიტუაცია არ არის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g