LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერმინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დასახელდა

201

პრემიერმინისტრის კანდიდატის ვინაობა ცნობილია. ქვეყნის ახალი პრემიერი ფინანსთა უკვე ყოფილი მინისტრი მამუკა ბახტაძე იქნება. მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრის პორფელი გასული წლის 13 ნოემბერს ჩაიბარა. ის იქამდე 4 წლის განმავლობაში “საქართველოს რკინიგზას” ხელმძღვანელობდა. 2010-2012 წლებში ბახტაძე იყო საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი. 2007-2008 წლებში იყო სასტუმროების ქსელ “რჩეულის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

მამუკა ბახტაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში არ იქნება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელსაც სავარაუდოდ, მთავრობის ადმინისტარციის უფროსი შალვა თადუმაძე შცვლის.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, შეიცვლება საგარეო უწყების ხელმძღვანელიც, მიხეილ ჯანელიძე კი შესაძლოა, მისმა ამჟამინდელმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეცვალოს.

საუბარია ეკონომიკის უწყების ხელმძღვანელის დიმიტრი ქუმსიშვილის და სპორტისა და კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის ჩანაცვლებაზეც.

ფინანსთა მინისტრის პოსტზე კი მამუკა ბახტაძის მოადგლე ნიკოლოზ გაგუა სახელდება.

 

magti 5g