LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრესტიჟულ გერმანულ გამოცემაში „Wein+Markt“ ქართული ღვინის შესახებ სტატია დაიბეჭდა

107
ქართული ღვინო

გერმანიის ღვინის კომერციული სექტორისთვის ერთ-ერთ წამყვან სპეციალიზებულ გამოცემაში „Wein+Markt“, რომელიც სამიზნე აუდიტორიას ბაზრის სიახლეებსა და თანამედროვე მოთხოვნებს სთავაზობს, ქართული მეღვინეობის კულტურის, ტრადიციებისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ სტატია გამოქვეყნდა. ამავდროულად, „Wein+Markt“ მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას ივნისში ჩატარებული დეგუსტაცია-კონკურსის შედეგად შერჩეულ 50-მდე ქართულ ღვინოზე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, გამომცემლობასთან „Wein+Markt“ თანამშრომლობის ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია-კონკურსი სახელწოდებით „Best of” გერმანიის ქალაქ კიოლნში 16 ივნისს გაიმართა. პროფესიონალი ჟიურის შემადგენლობაში  შედიოდნენ გაყიდვების სფეროს წარმომადგენლები, სომელიეები, ექსპერტები და ღვინის ჟურნალისტები.

სულ კონკურსზე  წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 72 კომპანიის ქვევრისა და კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინის 100-მდე ნიმუში. ე.წ. „ბრმა დეგუსტაციის“ საფუძველზე შეირჩა და ჟურნალში დაიბეჭდა ინფორმაცია 32 კომპანიის 47 საუკეთესო ღვინის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g