LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეტენზიებს ვერ მივიღებთ იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელმაც საკუთარი ქვეყანა აბსურდამდე მიიყვანა და დაკარგა ყველაფერი, რის დაკარგვაც შეეძლო: მათიკაშვილი

52
დავით მათიკაშვილი

მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ოპოზიციის მხრიდან კრიტიკას “ქართული ოცნების” დეპუტატი დავით მათიკაშვილი ეხმიანება.

მათიკაშვილის განცხადებით, ისინი პრეტენზიებს ვერ მიიღებენ იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელმაც საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, საკუთარი ქვეყანა აბსურდამდე მიიყვანა და დაკარგა ყველაფერი, რის დაკარგვაც შეეძლო, ავტორიტეტის ჩათვლით.

მისივე განმარტებით, რეზოლუციის პროექტი ცივილიზებული სახელმწიფოების ოფიაციალური პირების განცხადებების ადეკვატური და რელევანტურია:

“პრეტენზიებს იმ პოლიტიკური ძალისგან ვერ მივიღებთ, რომელმაც საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით საკუთარი ქვეყანა აბსურდამდე მიიყვანა და დაკარგა ყველაფერი, რის დაკარგვაც შეეძლო, ავტორიტეტის ჩათვლით.

რაშიც ვართ მთელს ცივილიზებულ სამყაროსთან თანაზიარი, ეს არის ომის არდაწყება და კონფლიქტის დეესკალაცია, რაც შეიძლება უკრაინაში მოხდეს.

ჩვენ გვაქვს უკარაინელი მოძმე ხალხის მხარდაჭერის სრული მზაობა. რეზოლუციის პროექტი აბსოლუტურად ადეკვატური და რელევანტურია მსოფლიოს ცივილიზებული სახელმწიფოების ოფიაციალური პირების განცხადებებისა, რაც პირველ რიგში, ომის არდაწყებას ეხება”, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

კონკრეტული სახელმწიფოს დასახელება – არ დასახელება არ შეიძლებოდა გამხდარიყო საჯილდაო ქვა ოპოზიციის მხრიდან: მიხეილ სარჯველაძე

რუსეთის არხსენება რეზოლუციის ტექსტში სიმხდალეა, რომელიც უნდათ მოგვყიდონ როგორც პრაგმატული ნაბიჯი: პაატა მანჯგალაძე

magti 5g