LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლა სცადეს

53

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება, მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ, მისთვის გასაკვირი არ არის, რადგან ზეწოლის მცდელობა მის ოჯახზეც იყო.

გიორგი მარგველაშვილმა არ დააკონკრეტა, ოჯახის რომელ წევრზე განახორციელეს ზეწოლა.

„ის გააჩერეს ქუჩაში, შემდეგ მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა სასამართლოს ყოველგვარი დადგენილების გარეშე, „რაღაცის“ იმედით, რომ ამას რაიმე მოყვებოდა. სუფთა იყო ყველაფერი, არანაირი სამართალდარღვევა იქ არ ყოფილა, მაგრამ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ამ ფაქტის გამო „საზოგადოება არ შეაწუხა“.

„ჩემთვის ასეთი ტიპის ზეწოლა სასაცილოა. სააკაშვილის პერიოდი მაქვს გამოვლილი და ეს ვერანაირად ვერ შემეხებოდა. როდესაც ვნახე, რომ ღრმავდება ასეთი ტიპის ტენდენციები, ეს თემა გამოვიტანე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები