LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: დღეს, ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოაცხადა არა მშვიდობა, არამედ გამოუცხადა ომი – საკუთარ ხალხს, წარსულსა და მომავალს

104
2024-11-28_22-57-10_482295

დღეს, ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოაცხადა არა მშვიდობა, არამედ გამოუცხადა ომი – საკუთარ ხალხს, წარსულსა და მომავალს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა.

„დღევანდელი დღე არის კვირების განმავლობაში მიმდინარე საკონსტიტუციო გადატრიალების დასასრული. თვეების წინ დასახული კურსი, რომელსაც ევროპიდან რუსეთში მივყავდით, დღეს დასრულდა. დღეს, ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოაცხადა არა მშვიდობა, არამედ გამოუცხადა ომი – საკუთარ ხალხს, წარსულსა და მომავალს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებენ“.

„2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დავაყენებთ“ – ირაკლი კობახიძე

აქცია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც დემონსტრანტები – „მონა, რუსებო“ სკანდირებენ.

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.

აქტივისტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

ზუგდიდში მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ – ადგილზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა

„ოთხივე პარტია ვიქნებით ერთად… მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლო გვაქვს ერთი და ახლა ის უნდა გადავარჩინოთ“ – ნიკა გვარამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g