LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს განაგრძობს“ – სალომე ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნებში ვიზიტს მართავს

135
fot (1)

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს განაგრძობს.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს, ტალინში ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთანაც.

„დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში, ტალინში, პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდება, 26 სექტემბერს რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს და 27 სექტემბერს კი, ვილნიუსში ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

„ვცდილობ, მოვერიდო ასეთი სიტყვების გამოყენებას ქალი პრეზიდენტია, მაგრამ მაინც უნდა ითქვას – იმდენად შეშინებულია, ელჩებს და ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუხმო“ – მდინარაძე

შეგახსენებთ, 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტისთვის მთავრობას ევროპაში ვიზიტებზე თანხმობა არ მიუცია. საპასუხოდ მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.

„ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პირველია, ვინც არღვევს და პატივს არ სცემს ჩვენს კანონებს, სახელმწიფოებრიობას და მოსახლეობას – ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს“ – კალაძე პრეზიდენტზე

პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კონსტიტუციურ წარდგინებას 3 ოქტომბერს განიხილავს.

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს – 50 დეპუტატი გააჩნია, მის თანამდებობიდან გადაყენებას კი 100 ხმა სჭირდება

სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

„ვაი, ჩვენი ბრალი, ოპოზიციამ ისე წაიყვანეთ საქმე, რომ ბიძინა ივანიშვილის თოჯინის, სალომე ზურაბიშვილის დაცვა გვჭირდება“ – თაკო ჩარკვიანი

ქუჩაშიც გამოვალ, მის გვერდზეც დავდგები, თუ საჭირო იქნება, მის გამოც ვიჩხუბებ – ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g