LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი – გზავნილი მომივიდა სხვადასხვა ფორმით, ვითომც უკრაინიდან ქართველი სამხედროები ემზადებიან  ან ჩამოსულები არიან, რომ როგორც სამხედროები ჩაერთონ პროტესტში .. არავინ დაიჯეროთ

189
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აქციაზე დაკავებულების ჯარიმების დასაფარად ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის.

როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, აქციაზე იმყოფებიან სუს-ის წარმომადგენლებიც და საჭიროა, პროვოკაციებისგან თავის დაცვა.

პრეზიდენტი: „სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს, როგორიც არის თავისი სპონტანურობით, თავისუფლებითა და თვითორგანიზებით – ყველა შევთანხმდით, რომ არ სჭირდება პარტიების და არც ჩემი ჩარევა“

„ჩვენ განვიხილეთ პროტესტი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს და რომელიც სრულიად დამოუკიდებელ პროცესია პოლიტიკური პარტიებისგან და რაიმე ორგანიზაციისგან“

„მათი დაცვა, ასევე, იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება ძალიან მალე საჭირო იყოს რამე ფონდის შექმნა. დღეს, ჯერ კიდევ არის იმის საშუალებები, რესურსები სხვადასხვა არასამთავრობოებიდან იმისთვის, რომ ჯარიმები დაფარული იყოს, მაგრამ შეიძლება დადგეს მომენტი, როცა დიდი საზოგადოებრივი ძალისხმევა იყოს იმისთვის საჭირო, რომ ფონდი შეიქმნას და ამ ადამიანებს დავეხმაროთ. დახმარება კიდევ სხვა რამეში გამოიხატება, ჩვენ დავიცვათ ისინი პროვოკაციებისგან.

პრეზიდენტი – პრემიერის დღევანდელი განცხადებები, მერე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ საკმაოდ დაბნეულია დღეს მმართველი პარტია

მინდა პირდაპირ ვთქვა, ჯერ ერთი, თქვენს შორის, ვინც ქუჩაში გამოდიხართ, შეიძლება სუს-ის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც პროვოკაციებს ეწევიან, მათ მიმართ სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ მე ამას ვერ გასწავლით, მაგრამ მე შემიძლია იმაზე გაგაფრთხილოთ, რომ მე რამდენიმე გზავნილი მომივიდა სხვადასხვა ფორმით, რომელიც იმას ეხება, ვითომც, უკრაინიდან ქართველი სამხედროები ემზადებიან, ან ჩამოსულები არიან იმისთვის, რომ ჩაერთონ, როგორც სამხედროები ამ პროტესტში, ეს პირდაპირი პროვოკაციაა, ასეთი რამ არ ხდება, არავინ დაიჯეროთ ამას, რადგან ეს პირდაპირ მიმართულია პროტესტის წინააღმდეგ, ეს არის ის, რაც ყველაზე უფრო აწუხებს მმართველ პარტიას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g