LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოდან ანა დოლიძის გაწვევის მიზეზს ვერ ხედავს

98

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ანა დოლიძის გაწვევას არ აპირებს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ უნდა გაიწვიოს მისი წინამორბედის მიერ დანიშნული ადამიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან.

„ახალი მოსული ვარ, არ გასულა სამი კვირა. ვაკვირდები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობას და არ ვიცი ხვალ იქნება თუ არა ასეთი სიტუაცია, მაგრამ დღეს ვერ ვხედავ, რა მიზეზით უნდა გავიწვიე ჩემი წინამორბედის მიერ დანიშნული ადამიანი. ამას უნდა ჰქონდეს ძალიან სერიოზული მოტივები და კიდევ ერთხელ დღეს ამას ვერ ვხედავ”, – განაცხდა ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g