LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი ქართული საწარმოების მუშაობის პროცესში ჩაერთო

208

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ხელვაჩაურის „BTM ტექსტილის” და ავეჯის საწარმო „გლორია“ დაათვალიერეს და საწარმოო პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

საწარმოების დათვალიერება საპრეზიდენტო კამპანიის ,,მოითხოვე ქართულის” ფარგლებში მოხდა, რომლის მიზანია ქართული ნაწარმისა და პროდუქციის პოპულარიზაცია, რათა გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკა, შეიქმნას სამუშაო ადგილები და დაძლეულ იქნეს სავალუტო სირთულეები.

ამ კამპანიით გიორგი მარგველაშვილი მოძრაობა KAR.GE-ს და ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის ინიციატივას „იყიდე ქართული“ შეუერთდა.

ავეჯის საწარმო „გლორია“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს. საწარმო რბილ ავეჯს აწარმოებს. აღნიშნული პროდუქციის ექსპორტს კომპანია ლიბიაში, გერმანიაში, თურქეთში, აზერბაიჯანში და ბელარუსში ახორციელებს. უკვე განხორციელებულია 15 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია. საწარმოში დასაქმებულია 130-ზე მეტი ადამიანი.

შპს „BTM TEXTILE” 2006 წლიდან ფუნქციონირებს. საწარმო ტექსტილის პროდუქციას, კონკრეტულად ქალების ტანსაცმელს აწარმოებს, ხოლო პროდუქციის ექსპორტს თურქეთსა და ინგლისში ახორციელებს. ამ ეტაპზე უკვე განხორციელებულია დაახლოებით 20 მლნ ლარის ინვესტიცია. ტექსტილის საწარმოში 320 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g