პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში მორიგი სტატუსით ეხმიანება.
სალომე ზურაბიშვილი გასულ ღამეს, აქციის მონაწილეებით გადაკეტილი რუსთაველის გამზირის კადრებს სოციალურ ქსელ X-ზე აქვეყნებს და წერს, რომ „ქუჩაში არსებული სიმტკიცე გაჩერების ნიშანს არ აჩვენებს“.
„საქართველოს პროტესტი: კიდევ ერთი ძლიერი ღამე ქართველების, რომლებიც მტკიცედ დგანან საკუთარი კონსტიტუციის და ევროპული არჩევანის დასაცავად.
ქუჩაში არსებული სიმტკიცე გაჩერების ნიშანს არ აჩვენებს!” – წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
#GeorgiaProtests : Another powerful night of Georgians standing firm to defend their constitution and their European choice 🇬🇪🇪🇺
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 2, 2024
The determination in the streets shows no signs of stopping! pic.twitter.com/fG1UcoH8O6