პრეზიდენტი საერთო სახალხო განხილვებში ჩაერთვება, თუმცა, ხვალინდელ შეხვედრას ვერ დაესწრება , – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტს ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს და ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო განხილვას ამის გამო ვერ დაესწრება.