LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: „სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, რაზეც მათი ბრუტალურობა მეტყველებს – ურიგებენ „ამფეტამინს“ თუ არ ვიცი, სხვა ნივთიერებებს, რაც მათ გამძლეობას განაპირობებს“

158
სალომე ზურაბიშვილი

„ეს არის მთელი ქვეყნის აჯანყება, ასეთი მასშტაბური აჯანყება საქართველოს ყველა დიდსა თუ პატარა ქალაქში აქამდე არ მინახავს და არც მსმენია“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France Inter-თან ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ის რუსეთის დახმარებით და რუსული სისტემით ოსტატურად მოიპარეს“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში ამჟამად რუსული რეპრესიები მიმდინარეობს.

სალომე ზურაბიშვილი: „სანქციების დაწესება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებლები არიან ეს მკაფიო გზავნილი იქნება იმისა, რომ როცა ევროკავშირი სიტყვას იძლევა, იგი სიტყვას ასრულებს“

პრეზიდენტი უკრაინიდან „ქართული ლეგიონის“ დაბრუნების და აქციებში მონაწილეობის გეგმაზე: „სრული პროპაგანდა – ერთადერთი ომი არის ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დაიწყო“

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ლეგიონის“ განცხადებას ეხმაურება, სადაც ისინი რუსულ დეზინფორმაციად აფასებენ და უარყოფენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჩამოსვლას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას გეგმავენ.

„დღეს ჩვენ მოწმე ვართ რუსული რეპრესიების, რომელიც ტარდება სპეცდანიშნულების ძალების გამოყენებით და რომლებიც აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ამაზე მეტყველებს მათი ბრუტალურობა.

მათ ურიგებენ „ამფეტამინს“ თუ არ ვიცი რაიმე სხვა ნივთიერებებს, რაც განაპირობებს გამძლეობას, იმიტომ, რომ უკვე მეხუთე ღამეა ეს გრძელდება.

ჩვენი ახალგაზრდებიც ძალიან გამძლეები არიან და უნდა იყვნენ, რათა გაუძლონ ბრუტალურობის ამ ხარისხს.“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ირაკლი კობახიძე: „ისტერიკაშია სალომე ზურაბიშვილი… საგარეო საქმეთა სამინისტროში მივედი და სამი პოსტი მომიძღვნა ამის გამო… ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი და ვერ თოკავს საკუთარ ემოციებს“

გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო

magti 5g