LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრეზიდენტი თუ პარიზში მთავრობის თანხმობის გარეშე მიდის, ეს კონსტიტუციის ხელმეორედ დარღვევაა, რაც არ მგონია, მის პოლიტიკურ საქმიანობას წაადგეს“ – ნიკოლოზ სამხარაძე

128
Untitled design (36)

„პრეზიდენტი თუ პარიზში მთავრობის თანხმობის გარეშე მიდის, ეს კონსტიტუციის ხელმეორედ დარღვევაა, კონსტიტუციის დარღვევის რეციდივია, რაც არ მგონია, მის პოლიტიკურ საქმიანობას წაადგეს, ან მის საქმიანობას, როგორც პრეზიდენტისას,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, არ ჰგონია, კონსტიტუციის დარღვევით კარგი საქმეები კეთდებოდეს.

„არ ვიცი, მთავრობამ თანხმობა მისცა თუ არა. რაც შეეხება მის განცხადებას დეპოლარიზაციაზე, ტერმინებს ნუ ავურევთ, რადგან ამ შემთხვევაში დეპოლარიზაცია პოლიტიკურ პარტიებს შორის იგულისხმება. როცა დეპოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, ამას პარტიებს შორის ვგულისხმობთ. მათ შორის პარლამენტშიც,“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ეს კიდევ უფრო უხეში დარღვევაა, მძიმე სიგნალი.. ამ ისტორიულ მომენტში ევროპელებისთვის გაუგებარი იქნება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა“ – არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში გამგზავრებაზე 

სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა.

პრეზიდენტი: ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი – პრემიერიც დაესწრება და ნებსით თუ უნებლიედ გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა

ხვიჩია: „ვერშემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ შეიძლება, პრეზიდენტი „გაბლატავდა“ და როგორც უნდა, ისე იქცევა, რადგან კონსტიტუციის დარღვევის გამო მაინც ვერ ისჯება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g