LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: „ვერშემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ შეიძლება, პრეზიდენტი „გაბლატავდა“ და როგორც უნდა, ისე იქცევა, რადგან კონსტიტუციის დარღვევის გამო მაინც ვერ ისჯება“

228
იაგო ხვიჩია და სალომე ზურაბიშვილი

„ვერშემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ შეიძლება, პრეზიდენტი „გაბლატავდა“ და როგორც უნდა, ისე იქცევა, რადგან კონსტიტუციის დარღვევის გამო მაინც ვერ ისჯება“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მან ისაუბრა პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტზე, რომელთან დაკავშირებითაც მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მას მთავრობისთვის არ მიუმართავს.

„შერიგება უნდა ვითომ ღარიბაშვილთან? შეიძლება ასეთი ნაბიჯი იყოს? არ ვიცი. შეიძლება ის იყოს, როცა შერიგება გინდა ადამიანთან და რაღაცას იყენებ.

პრეზიდენტი: „ქართველ ხალხთან ერთად მიხარია და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“

„როგორც პრეზიდენტი, პროევროპელი ლიდერი, გავაგრძელებ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ჩემი როლის შესრულებას,  რათა ხელი შევუწყო და გავაგრძელო ჯერ კიდევ საჭირო რეფორმები“.

ან ვერშემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ, როდესაც, ბევრი მცდელობის მიუხედავად, პრინციპული ოპოზიციონერი დეპუტატები ვერ მოისყიდა „ქართულმა ოცნებამ“, შეიძლება, პრეზიდენტი „გაბლატავდა“ და ზოგადად როგორც უნდა, ისე იქცევა აწი, რადგან მოგეხსენებათ, კონსტიტუციის დარღვევის გამო მაინც ვერ ისჯება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე შეფასებით, მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტის განხორციელებასთან დაკავშირებით მხოლოდ დატუქსვას უნდა ველოდოთ.

„დატუქსვა, როგორც ერთხელ უკვე ვიხილეთ საკონსტიტუციო სასამართლოში. მგონი, ამის იქით არაფერს უნდა ველოდოთ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ 9 ნოემბერს პარიზში მიემგზავრება, სადაც მშვიდობის ფორუმი ტარდება და რომელსაც პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები