LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს კიდევ უფრო უხეში დარღვევაა, მძიმე სიგნალი.. ამ ისტორიულ მომენტში ევროპელებისთვის გაუგებარი იქნება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა“ – არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში გამგზავრებაზე 

144
Untitled design (33)

საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე კონსტიტუციის უხეშ დარღვევად აფასებს.

მისი თქმით, ფაქტი, რომ პრეზიდენტი განმეორებით დაარღვევდა კონსტიტუციას, ძალიან მძიმე და ნეგატიური სიგნალია ევროინტეგრაციის პროცესში.

„ეს იქნება წინა შემთხვევაზე კიდევ უფრო უხეში დარღვევა და იმის დემონსტრირება, რომ მისთვის საქართველოს კონსტიტუცია არაფერს არ ნიშნავს, ასევე ის, რომ სახელმწიფოს არჩეული პრეზიდენტი კონსტიტუციაზე მაღლა თავის პირად მოსაზრებას აყენებს, რაც დაუშვებელია..

ფაქტი, რომ პრეზიდენტი განმეორებით დაარღვევდა კონსტიტუციას, ეს არის ძალიან მძიმე და ნეგატიური სიგნალი ევროინტეგრაციის პროცესში.

ევროპელებისთვის გაუგებარი იქნება ევროინტეგრაციის ამ ისტორიულ მომენტში, ქვეყნის უმაღლესი რანგის პოლიტიკურმა წარმომადგენელმა დაარღვიოს კონსტიტუცია.

მე თავს არ მივცემ უფლებას, სხვა კონსტიტუციური ინსტიტუტების ნაცვლად გავაკეთო განცხადებები, თუ რა რეაგირება იყო პარლამენტმა ეს უკვე აჩვენა. ასე რომ დაველოდოთ თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული,“ – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

პრეზიდენტი პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, ორბელიანის მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

პრეზიდენტი: ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი – პრემიერიც დაესწრება და ნებსით თუ უნებლიედ გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა

ხვიჩია: „ვერშემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ შეიძლება, პრეზიდენტი „გაბლატავდა“ და როგორც უნდა, ისე იქცევა, რადგან კონსტიტუციის დარღვევის გამო მაინც ვერ ისჯება“

მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პრეზიდენტს საფრანგეთში ვიზიტის ნებართვისთვის არ მიუმართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები