LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვაკანსიებს რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ – ზურაბიშვილი სტუდენტებს

242
6O8A3730

რამდენიმე დღეში პრეზიდენტის ადმინისტრაცია დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე კონკურსს გამოაცხადებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის რესპუბლიკაში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ღიაა ახალგაზრდა კადრებისთვის.

„ვაპირებთ, რამდენიმე დღეში გამოვაცხადოთ კონკურსი რეორგანიზაციის შემდეგ დარჩენილ ადგილებზე, სადაც ყველას შეეძლება წარადგინოს საკუთარი კანდიდატურა. ეს იქნება საჯაროდ გამოცხადებული. ჩვენ ცოტა ადგილი გვაქვს სამწუხაროდ, რადგან პრეზიდენტის აპარატი საკმაოდ შეიკვეცა, ერთი მესამედი დარჩა იმის, რაც იყო წინა პრეზიდენტების დროს. ამ ერთ მესამედში რჩება ნაწილი წინა ადმინისტრაციისა, რომელიც აუცილებელია, რომ შევინარჩუნოთ. ასე რომ, დიდი საშუალება, თავისუფლად ვიმოქმედოთ და ადმინისტრაციის კადრები დავაკომპლექტოთ ისე, როგორც გვინდა, ნაკლებად გვაქვს,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სტაჟირების სისტემა სტუდენტებს საშუალებას მისცემს გამოსცადონ საკუთარი თავი საჯარო სამსახურში.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟიორები შეიტანენ ახალ იდეებსა და ინიციატივებს.

„საჭირო არის, თვითონ სახელმწიფო ადმინისტრაციაში იყოს მეტი საშუალება, დავასაქმოთ ის ახალგაზრდები, რომლებიც ბრუნდებიან უცხოეთიდან გამოცდილებით, სხვა ტიპის ცოდნით და მუშაობის სხვა პრაქტიკით. ადმინისტრაციაში მყავს უკვე ორი ახალგაზრდა, რომლებიც უცხოეთიდან არიან დაბრუნებულები,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g