LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გათავისუფლდა

atonelissasaxle

რეორგანიზაციის მორიგი ეტაპის შედეგად, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გათავისუფლდა. როგორც „ფორტუნას“ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა, ისინი მობილობის სქემაში გადავიდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის სამსახური ახლა საჯარო სამსახურის ბიურომ უნდა მოიძიოს.

მანამდე კი, ერთი თვის განმავლობაში, როგორც ხატია მოისწრაფიშვილი ამბობს, ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ანაზღაურებად პოზიციაზე რჩებიან.

„გამოიკვეთა ასეთი სურათი, რამდენიმე თანამშრომელია, რომლებიც დეკრეტულ შვებულებაში არიან, ასეთი 11-ია. ისინი გააგრძელებენ მუშაობას. 7 თანამშრომელი გასაუბრების შედეგად სამსახურში დარჩა. 61 თანამშრომელი გადავიდა მობილობის სქემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საჯარო ბიურო მათი კვალიფიკაციებიდან გამომდინარე, საჯარო სივრცეში მათ ახალ პოზიციებს შესთავაზებს, თუ არ მიიღებენ შეთავაზებას, მიიღებენ კომპენსაციას,” – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g