პრეზიდენტის გამოსვლა ერთი ადგილის ტკეპნა იყო, არაფერი ახალი, არანაირი მოქმედება, – ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი რომელიც დასავლურ ღირებულებებს პატივს სცემს, ქვეყნის დეესკალაციაში უნდა ჩაერთოს.
„მე ვიტყოდი, რომ ღარიბაშვილს კატასტროფული გამოსვლა ჰქონდა, ხოლო პრეზიდენტის გამოსვლა ერთი ადგილის ტკეპნა იყო, არაფერი ახალი, არანაირი მოქმედება.
პრეზიდენტი რომელიც დასავლურ ღირებულებებს პატივს სცემს, ქვეყნის დეესკალაციაში უნდა ჩაერთოს. რა თქმა უნდა, საერთაშორისო ტრიბუნიდან საკუთარ ქვეყანაზე ცუდად ლაპარაკს არავინ დაიწყებს, ლანძღვას არავინ ითხოვდა, მაგრამ როდესაც მანამდე ღიად, დასავლელ პარტნიორებთან, მაღალი ტრიბუნიდან გაისმა ღარიბაშვილის ინტერვიუ, ამის კრიტიკული შეფასება საჭირო იყო.
ღარიბაშვილს რომ შიგნით, ქვეყანაში გაეკეთებინა ეს კომენტარი, მაშინ გასაგები იქნებოდა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში დღეს სიტყვით გამოვიდა.