LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივმართავ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს – აზრი არ აქვს ჩემს მიმართ მუქარების გაჟღერებას“ – სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან

219
344994681_235488912541919_7989018561127264265_n

13-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი დღეს, 31 მაისს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.

პრეზიდენტი: ოკუპაციის შემდეგ, დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში, რათა მენახა თავისუფალი საქართველო.. ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია

ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მთავრობას მიმართა და განაცხადა, რომ მის მიმართ „მუქარების გაჟღერებას აზრი არ აქვს“.

„მიუხედავად იმისა, მე პატარა ქვეყანას წარმოვადგენ, ჩემი აზრით, პრეზიდენტის ძალა, სხვა ქვეყნების მსგავსად, პატივცემული უნდა იყოს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებები ყველა შიდა და გარე წნეხისგან თავისუფალი უნდა იყოს.

მივმართავ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, რომ აზრი არ აქვს ჩემს მიმართ მუქარების გაჟღერებას, რადგან მაინც იმას გავაკეთებ, რასაც ვფიქრობ და რაც საჭიროდ მიმაჩნია.

ჩემთვის კონსტიტუციით მონიჭებული ვეტოს უფლება შემიძლია გამოვიყენო თუ მთავრობის რაიმე გადაწყვეტილება ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის. შეიძლება ჩემი ვეტო უმრავლესობის ამჟამინდელი წევრების მიერ უგულებელყოფილი იყოს, მაგრამ მჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეები მხარს დამიჭერენ, რადგან ჩემი გადაწყვეტილებები იმ პრინციპებს ეხმიანება, რომლებსაც ყველა ვეთანხმებით. მე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ადვოკატირებას გავაგრძელებ, ისე, როგორც მე ამას დღეს ვაკეთებ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„რა ნაბიჯი უნდა გადავდგათ? მოვისმენთ და მოვიწყენთ“ – კობახიძე პასუხობს კითხვას, ევროპარლამენტში პრეზიდენტის კრიტიკის შემთხვევაში, რა ნაბიჯს გადადგამს მმართველი გუნდი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g