LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა ნაბიჯი უნდა გადავდგათ? მოვისმენთ და მოვიწყენთ“ – კობახიძე პასუხობს კითხვას, ევროპარლამენტში პრეზიდენტის კრიტიკის შემთხვევაში, რა ნაბიჯს გადადგამს მმართველი გუნდი

129
Untitled design

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პასუხობს კითხვას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლების მისამართით მოსალოდნელ კრიტიკულ განცხადებებს და „ქართული ოცნების“ შემხვედრ ნაბიჯებს ეხება.

13-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების მისამართით კრიტიკულ განცხადებებს გააკეთებს, მმართველი გუნდის წარმომადგენლები „მოისმენენ და მოიწყენენ“.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათ აქვთ სურვილი, რომ მაღალი ტრიბუნიდან პრეზიდენტისგან ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებები მოისმინონ.

„რა ნაბიჯი უნდა გადავდგათ? მოვისმენთ და მოვიწყენთ. დავიტოვებ იმედს, გვაქვს სურვილი, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირისგან, მით უმეტეს, პრეზიდენტისგან მოვისმინოთ ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებები, მით უმეტეს მაღალი ტრიბუნიდან. დავიტოვოთ ამის იმედი, ვნახოთ როგორი იქნება განცხადებები. თუ გააკრიტიკებს ქვეყანას და დააზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს, ეს იქნება ძალიან სამწუხარო“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g