„საქართველოს სურს, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ეს არის ისტორიული არჩევანი. ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ აქვს.
„ქალბატონო პრეზიდენტო, ქალბატონო რობერტა, პატივცემულო ევროპარლამენტის წევრებო, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს და თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფს იმ საშუალებისთვის, რომელიც მომეცით მე, რომ მივმართო ამ ასამბლეას.
„მივმართავ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს – აზრი არ აქვს ჩემს მიმართ მუქარების გაჟღერებას“ – სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან
„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ვეტოები უარყოფილი იქნება უმრავლესობის მიერ, ეს მხარდაჭერილი იქნება ასობით ათასი ადამიანის მიერ, რადგან ჩვენ საერთო პრინციპი გვაქვს“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
ეს არის ძალიან სერიოზული გზაგასაყარი ჩემი ქვეყნისთვის, ეს არის პატივისცემა. ქალბატონო პრეზიდენტო, 13 წლის წინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ამ ორგანიზაციის წინაშე და მე გამოვდივარ იმ მისწრაფებით, რომელსაც საქართველოს ყველა მოქალაქე იზიარებს იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს სურს, გახდეს წევრი ევროპული ოჯახის. ეს არის ისტორიული არჩევანი. ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, ჩვენ ასეთ მომენტს ვაწყდებით საქართველოს ისტორიაში, სადაც საქართველოს მთავრობა, სადაც მისი ხალხი და 27 ქვეყანა ერთად უნდა წყვეტდეს საქართველოს ხვალინდელ დღეს. თუმცაღა საქართველოს მოსახლეობამ უკვე გადაწყვიტა ეს საკითხი. მე თქვენ წინაშე ვარ და გამოვდივარ ამ გზავნილით – ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია. ემყარება ჩვენს ღირებულებას, ჩვენს ისტორიას, ჩვენს შემართებას, ჩვენს ხედვას ევროპული მომავლისა, საქართველო კვლავ შეუერთდეს თავის ევროპულ ოჯახს.
მე ვარ ქვეყნის ხელმძღვანელი, იმ ქვეყნისა, რომლის კონსტიტუცია ავალდებულებს ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციას. მე ამას ვაკეთებ დაუღალავად და ამას გავაკეთებ არა მხოლოდ იმისთვის, რომ შევასრულო კონსტიტუციის მოთხოვნები, არამედ მორალური პოზიციიდან გამომდინარე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, მუშაობს, რათა საქართველომ დაძლიოს შიდა და საერთაშორისო გამოწვევები.
„მე დავიბადე საფრანგეთში, ემიგრანტ ოჯახში. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში, რათა მენახა თავისუფალი საქართველო, თავისუფალ ევროპაში, ერთადერთი გარანტია საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი ყველა მოქალაქის უკეთესი მომავლისთვის სწრაფვის თვალსაზრისით.
დაუღალავად ვმუშაობ, მე ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი სააკაშვილის მთავრობაში. ვმუშაობდი საქართველოს მეზობლებთან და რუსეთის ძალების გაყვანაზეც ვახორციელებდი მოლაპარაკებას. მახსოვს, როგორ გამოვიდნენ რუსული ხომალდები ფოთიდან და ბათუმიდან, მაგრამ სამი წლის შემდეგ ისევ შემოვიდნენ რუსული ძალები საქართველოში. ჩვენ დავამყარეთ კონკრეტული კავშირი ევროპასა და საქართველოს შორის. ამ გადამწყვეტ დროს ჩვენი მოგზაურობისა ევროპის მიმართულებით, მე ვმუშაობ იმისთვის, რომ საქართველომ დაძლიოს შიდა და საერთაშორისო გამოწვევები და მაქსიმალურად იმოძრაოს ევროპული ინტეგრაციისთვის. ერთადერთი გზა არსებობს ამისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და მე ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.