LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრეზიდენტმა საქმის კურსში ჩაგვაყენა, რომ ჰქონდა მაღალი დონის კომუნიკაცია პარტნიორებთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“ – დიმიტრი ცქიტიშვილი

131
დიმიტრი ცქიტიშვილი

ორბელიანების სასახლეში საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულ ოთხ ოპოზიციურ პარტიასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის კონსულტაციები გაიმართა.

„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა „ოპოზიციონერი ლიდერები საქმის კურსში ჩააყენა, რომ მას ჰქონდა მაღალი დონის კომუნიკაცია [პარტნიორებთან] საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“. დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, შეხვედრაზე პრეზიდენტმა და პოლიტიკურმა ძალებმა
ინფორმაციები გაცვალეს.

„ეს იყო ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, რა ვითარებაა და როგორ ხედავს თითოეული პოლიტიკური ძალა არსებულ მდგომარეობას. პრეზიდენტმა საქმის კურსში ჩაგვაყენა, რომ მას ჰქონდა მაღალი დონის კომუნიკაცია [პარტნიორებთან] საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი საუბრის ძირითადი თემა“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

„პრეზიდენტთან საუბარი იყო როგორ შეიძლება გავაძლიეროთ საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა – ძალიან გააქტიურდება მუშაობა, განსაკუთრებით, დიპლომატიური მიმართულებით“ – ანა დოლიძე

ამასთან, როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, ოპოზიცია იკვლევს საერთაშორისო აქტორების მიერ სხვადასხვა რეჟიმების პირობებში ჩატარებული არჩევნების გამოძიების შემთხვევებს.

„ჩვენ დამოუკიდებლად ვიცით და სხვადასხვა
პარტიებიც ამაზე მუშაობენ, როგორი პრაქტიკა შეიძლება არსებობდეს. არის სხვადასხვა კონტინენტებზე სხვადასხვა ტიპის რეჟიმებში ჩატარებული საეჭვო არჩევნების გამოძიების, მონიტორინგის, გადათვლის სხვადასხვა ფორმები, ოღონდ საერთაშორისო აქტორების მიერ. ამას ვიკვლევთ ჩვენ იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს წარმოდგენა რას ვთავაზობთ და რას ვითხოვთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g