LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივას ხელი არ მოაწერა და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა

135
Untitled design - 2024-04-18T125204.259

პრეზიდენტმა სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივას ხელი არ მოაწერა და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა.

პრეზიდენტის ვეტო განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. კომიტეტის შემდეგ საკითხი განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა.

“გირჩის“ კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტმა 4 აპრილს დაამტკიცა. “საარჩევნო კოდექსსა“ და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებში ცვლილებები, დაჩქარებული წესით, “ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გავიდა.

პარლამენტის მიღებული პროექტის თანახმად, ყველა ის საკანონმდებლო ნორმა უქმდება, რომელიც საარჩევნო სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვს. ამასთან, გაუქმდა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონის ნორმაც, რომლითაც გათვალისწინებულია საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30%-იანი დანამატი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა და პარტიებში ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებისათვის.

„გირჩის“ კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტმა საბოლოო – მესამე მოსმენით დაამტკიცა

ცნობისთვის, კანონმდებლობით 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც ქალი უნდა იყოს, ხოლო პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის – ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები