LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა „შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო

134
სალომე ზურაბიშვილი 6544

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ,,შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცვლილებები შეფასებულია, როგორც “ანტიევროპული კანონი”.

“საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეუწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო ,,შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის ინიციატივით მომზადებული კანონის პროექტი – 74 ხმით 22-ის წინააღმდეგ მიიღეს. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები სამივე მოსმენით ორი პლენარული დღის განმავლობაში განიხილა და მიიღო.

პოპულალურები