„პრეზიდენტს სულ 1470 კანონზე აქვს ხელი მოწერილი, ვეტო კი მხოლოდ 10-ზე აქვს დადებული,“ – ასე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ, უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის, განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი კანონზე ვეტოს დადებით გინესების წიგნშიც შეიძლება შევიდეს.
„ვისაც არითმეტიკული უნარები აქვს, მარტივად დაითვლის, რა პროცენტულ რაოდენობასთან გვაქვს საქმე. ამაში საგანგაშო არაფერი არაა, რადგან სხვა საპარლამენტო ქვეყნის პრეზიდენტებს გაცილებით მეტი ვეტო აქვთ დადებული კანონპროექტებზე,“ – განაცხადა დოლიძემ.