ფოტოგრაფებმა პრინც ჯორჯისთვის ახალი ფოტოს გადაღება მოახერხეს. პატარა პრინცი დედასთან, ქეით მიდლტონთან და პრინც ჰარისთან ერთად ბუკინგემის სასახლეს ესტუმრა.
ოჯახი ერთად საახალწლო ნაძვის ხის მოსართავად იკრიბება. ოჯახის წევრებთან ერთად ბუკინგემის სასახლეში ელიზაბეტ მეორის უფროსი შვილიშვილის, პრინც პიტერ ფილიპსის მეუღლე პატრისია ფილიპსიც გამოჩნდა ქალიშვილთან ერთად. წინასაახალწლო ტრადიციის მიხედვით, სამეფო ოჯახი სასახლეში სრული შემადგენლობით იკრიბება ნაძვის ხის მოსართავად.
