მსოფლიო მედია აქტიურად ადევნებს თვალს სამეფო ოჯახის ცხოვრებას. დღეს საზოგადოების ყურადღება ნორფოლკში მდებარე საბავშვო ბაღმა მიიქცია, სადაც პრინც ჯორჯს პირველი სასწავლო დღე ჰქონდა. ჯორჯისთვის ფოტოები დედამ, ქეით მიდლტონმა გადაიღო და კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე განათავსა.
შეგახსენებთ, რომ პრინც ჯორჯისთვის მშობლებმა საკმაოდ დემოკრატიული საბავშო ბაღი შეარჩიეს. აქ დღიური გადასახადი 22 ფუნტი სტერლინგია, რაც თვეში 726 ფუნტს უდრის. მაშინ, როცა ლონდონის პრესტიჟულ ბაღში ერთი დღის ღირებულება 80 ფუნტი სტერლინგია.
