LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინც ჯორჯისა და პრინცესა შარლოტას კლასელები კორონავირუსის გამო კარანტინში გადაიყვანეს

582
jorjsharlotanws

ცნობილი ხდება, რომ ლონდონში მდებარე Thomas’s Battersea-ს კერძო სკოლა დროებით დაიხურა. სკოლის რამდენიმე მოსწავლე კი კორონავირუსის საფრთხის გამო კარანტინშია გადაყვანილი. საინტერესოა, რომ ეს სწორედ ის სკოლაა, სადაც სამეფო ოჯახის წევრები, პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა სწავლობენ. მეტიც, ცნობილი ხდება, რომ საკარანტინო ზოლში გადაყვანილი 4 მოსწავლე ჯორჯისა და შარლოტას თანაკლასელია.

ამის მიზეზი მოსწავლეების იტალიაში მოგზაურობა გახდა. ქვეყანაში დაბრუნებულებს კორონავირუსთან დაკავშირებული სიმტომები განუვითარდათ. საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ იტალიიდან დედოფალ ელისაბეტის შვილიშვილი, ზარა ტინდალიც დაბრუნდა. სამეფო ოჯახმა ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დედოფლის შვილიშვილს კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება და მისი საკარანტინე ზოლში გადაყვანა არ იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g