იტალიური ბრენდის „ვალენტინოს“ თანადამფუძნებელი ჯანკარლო ჯამეტი სოციალურ ქსელში პრინცესა დაიანას აქამდე უცნობ ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოები 1990 წლით თარიღდება და აქ დაიანა ცნობილი მოდის სახლის კუთვნილ იახტაზე, საცურაო კოსტიუმშია გადაღებული. პრინცესას ფოტოებზე ჭრელი საცურაო კოსტიუმი და იასამნისფერი პერანგი აცვია, უკეთია მზისგან დამცავი სათვალე, ხელში კი ჭიქა უჭირავს. ასევე ჯამეტი აქვეყნებს ფოტოს ერთ-ერთი ოფიციალური შეხვედრიდან, რომელიც აქამდე ასევე არავის უნახავს.
ფოტოები გადაღებულია პრინცესა დაიანასა და პრინც ჩარლზის განქორწინებამდე ორი წლით ადრე. ეს ის პერიოდია, როდესაც დაიანა ჯერ კიდევ ბედნიერი ჩანდა.




