კრისტენ სტიუარტი, რომელიც ამჯერად ფილმის „სპენსერი“ გადაღებებითაა დაკავებული, პაპარაცებმა მორიგი სცენის დროს გადაიღეს. მსახიობმა ამჯერად ლედი დის 1989 წლის ანსამბლი მოირგო, როდესაც დაიანა პორტსმუტს შვილებთან ერთად ესტუმრა.
კრისტენ სტიუარტს, დაიანას მსგავსად, შავი პიჯაკი ჯინსებთან და კეპთან ჰქონდა შეხამებული. ფოტოებზე ასევე ჩანს პრინცი უილიამისა და პრინცი ჰარის როლის შემსრულებელი ორი მოზარდი.
ცნობილია, რომ ფილმი „სპენსერი“ პრინცესა დიანას სამეფო ოჯახში ცხოვრების 15 წლიან ისტორიას ჰყვება. სცენარის ავტორი სტივენ ნაიტია.