LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჩარლზი კამილა პარკერ-ბოულზს მომავალი დედოფლის ტიტულს ულოცავს

460
page

გუშინ, დედოფალ ელისაბეთის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას, დღეს მსოფლიო ეხმიანება. მონარქმა ოფიციალურად განაცხადა, რომ პრინცი ჩარლზის კორონაციის შემდეგ, დედოფლის პოსტს კამილა პარკერ-ბოულზი დაიკავებს. უკვე დღეს ოფიციალურ მიმართვას პრინცი ჩარლზი ავრცელებს და 95 წლის მონარქს მადლობას უხდის.

„ამ ისტორიულ დღეს მე და კამილა ვუერთდებით მილოცვებს და ვულოცავთ დედოფალს ამ მნიშვნელოვან დღეს, კორონაციის 70 წლის იუბილეს. ჩემი მეუღლე ჩემი დასაყრდენი იყო ყველაფერში, რასაც აქამდე ვაკეთებდი და ამიტომ, ჩემთვის დიდი პატივია, დედოფლის სიტყვების მოსმენა“ – ნათქვამია პრინცი ჩარლზის განცხადებაში.

დედოფლის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო მთელი ქვეყნისთვის, რადგან მიიჩნეოდა, რომ ბრიტანეთის მომდევნო დედოფალი, ქეით მიდლტონი გახდებოდა.

ატირებული პრინცი ჩარლზი – მამის სამძიმრის წერილების ნახვისას ჩარლზმა ცრემლები ვერ შეიკავა

„ჩემი მამა იყო განსაკუთრებული“ –  72 წლის პრინცი ჩარლზი 99 წლის მამას ემშვიდობება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g