LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი ამბობს, რომ მას და მეგანს მხოლოდ ორი შვილის ყოლა სურთ

277
mgnhrrchild

ქსელში ბრიტანული „ვოგის“ სექტემბრის ნომრის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ცნობილია, რომ მეგან მარკლის რედაქტორობით შექმნილ ნომერში 15 ძლიერი ქალის ისტორია შევა. ასევე მკითხველი პრინცი ჰარის ინტერვიუს წაიკითხავს, რომელიც მან ჯეინ გუდოლს მისცა.

საუბრის მთავარი თემა მამობა და ახალი როლია, რომელსაც ჰარი წარმატებით ირგებს. კითხვაზე, რამდენი შვილის ყოლას აპირებს წყვილი, ჰარი პასუხობს: „მაქსიმუმ ორი. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენ ყველანი პლანეტის სტუმრები ვართ და უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რაღაც კარგი დავტოვოთ მასში“, – ამბობს ჰარი და განმარტავს, რომ ეკოლოგიური პრობლემების გამო ის და მეგანი თვლიან, რომ ორი შვილზე მეტის ყოლა სასურველი არაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები