დღეს ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის უმცროსი ქალიშვილის, ლილიბეთ დაიანას პირველი ფოტო. საინტერესოა, რომ ეს არ გახლავთ ოფიციალური ფოტო. სავარაუდოდ, ის ქსელში გაიპარა და საშობაო ბარათის მზადების მომენტშია გადაღებული. სულ მალე სასექსების წყვილი მისალოც ბარათს გაავრცელებს.
მეგან მარკლის მშობიარობა სანტა ბარბარას ჰოსპიტალში 30 ათასი დოლარი დაჯდა
პატარა ლილიბეთი ფოტოზე ხელში დედას უკავია, მას ბოდე აცვია. ყურადღებას იქცევს პატარა ზომის ბრილიანტის საყურე, რომელიც კადრში კარგად ჩანს. ყველა აღნიშნავს, რომ გოგონა ძალიან ჰგავს მეგან მარკლის, განსაკუთრებით კი ბავშვობის ფოტოებზე.