LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის მშობიარობა სანტა ბარბარას ჰოსპიტალში 30 ათასი დოლარი დაჯდა

157
megannews68

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქალიშვილის, პატარა ლილიბეთის დაბადებიდან მესამე დღეს სასექსებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, მეუღლეები მადლობას უხდიან ყველას, კეთილი სურვილებისა და მილოცვებისთვის. ამავე დროს ცნობილი ხდება, რომ სანტა ბარბარას ჰოსპიტალში მეგან მარკლის მშობიარობა 30 ათასი დოლარი დაჯდა. გოგონა 3 კილოსა და 200 გრამს იწონის, ის ქვეყანა დილის საათებში მოევლინა.

ლილიბეთი მსოფლიოს აალაპარაკებს – ცნობილი  ასტროლოგი პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქალიშვილის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს

ცნობილია, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში მეგან მარკლი და პრინცი ჰარი პატარა ლილიბეთის ფოტოს გამოქვეყნებას არ აპირებენ. ირკვევა ისიც, რომ ლილიბეთის სახელი პრინცმა ჰარიმ დედოფალთან შეათანხმა და მისგან თანხმობა გოგონას დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო.

ქალიშვილის დაბადებიდან მეორე დღეს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დეკრეტში გადიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები