LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალიშვილის დაბადებიდან მეორე დღეს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დეკრეტში გადიან

267
345

გუშინ ცნობილი გახდა, რომ რომ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის მერე შვილი, გოგონა სახელად ლილიბეთ დაიანა შეეძინათ. ამის შესახებ ინფორმაცია წყვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ გოგონას ქვეყანას დილის 4 საათზე მოევლინა და ის და მეგანი თავს ფანტასტიკურად გრძობენ.

ჰარისა და მეგანს მეორე შვილი შეეძინათ, წყვილმა შვილს ლილიბეტ, “ლილი” დიანა დაარქვა

მალევე განცხადება გაავრცელა კენსინგტონის სასახლემაც, სადაც ნათქვამია იყო, რომ დედოფალი ბედნიერია ახალი ამბით, ამას მოჰყვა პრინცი ჩარლზისა და კამილა პარკერ-ბოულზის მისალოცი ბარათიც. ყველაზე გვიან განცხადების ტექსტი გამოაქვეყნა პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ოფიციალურმა გვერდმაც, სადაც მილოცვას ახლდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატარა ლილის საჩუქარი უკვე გაეგზავნა. დღე კი ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დეკრეტში გადიან. რა დროს მოიცავს მეუღლეების დეკრეტული შვებულება უცნობია, თუმცა მათი საქველმოქმედო ფონდი მუშაობას განაგრძობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g