სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას, პრინც ჰარისა და მეგან მარკლს მეორე შვილი შეეძინათ. წყვილმა შვილს დედოფალ ელისაბეტისა და პრინცესა დიანას პატივსაცემად ლილიბეტ “ლილი” დიანა დაარქვა.
დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ.
წყვილისთვის ეს მეორე შვილია. მათი ვაჟი არჩი 2 წლისაა. ახალშობილი დედოფლის მე -11 შვილიშვილია.