7 სექტემბერს ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცი ჯორჯი, პირველად წავა სკოლაში. ეს ინფორმაცია კენსინგტონის სასახლემ ოფიციალურად დაადასტურა. ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი პირველ სასწავლო დღეს ჯორჯთან ერთად წავლენ და ჰასლემში მდებარე Thomas’s School-ის დირექტორს შეხვდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ჰერცოგი და ჰერცოგინია პრინცის მომავალ მასწავლებლებს უკვე იცნობენ, პირველ სასწავლო დღეს ისინი სულმოუთქმელად ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის იანვრიდან ჯორჯი ნორფოლკში მდებარე Westacre Montessori School Nursery-ის საბავშვო ბაღში დადიოდა. რაც შეეხება სკოლას, Thomas’s School-ში სასიარულოდ სამეფო ოჯახი საცხოვრებელს კვლავ შეიცვლის, რაც შეეხება ღირებულებას, სკოლაში სწავლა წელიწადში 23 ათასი დოლარი ღირს.