LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი იმ ტაძარს ესტუმრნენ, სადაც 10 წლის წინ ჯვარი დაიწერეს

196
midltonhr20345

ზუსტად ერთი წლის წინ დიდ ბრიტანეთში პირველი ლოკდაუნი გამოცხადაა. დღეს ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება და ეს საყოველთაო ვაქცინაციის დამსახურებაა. სწორედ ამიტომ პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა ის ადგილი მოინახულეს, სადაც დღის მანძილზე უამრავი ადამიანი იცრება. საინტერესოა, რომ ეს გახლავთ ვესტმინსტერის სააბატოს ტაძრის ტერიტორია, ანუ ის ადგილი, სადაც წლების წინ ქეითმა და უილიამმა ჯვარი დაიწერეს.

ალბათ არ იყო დამთხვევა ის ფაქტიც, რომ სააბატოში სტუმრობისას ქეითმა არჩევანი ისევ თეთრი ფერის სამოსზე გააკეთა. ის „ქეთრინ უოკერის“ თეთრ პალტოსა და „ჯიმი ჩოს“ ფეხსაცმელში იყო გამოწყობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები