LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცის მეგობარი გოგონა მეგან მარკლი გაჭირვების დროს მანქანაში ცხოვრობდა

96

პრინცი ჰარის მეგობარი გოგონა, მსახიობი მეგან მარკლი ამბობს, რომ მისი ცხოვრება ყოველთვის ასეთი ლამაზი არ იყო. Entertainment Tonight-სთვის მიცემულ ინტერვიუში მარკლი ჰყვება, რომ სანამ ტელევარსკვლავი გახდებოდა და შემდეგ – ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის მეგობარი გოგონა გახდებოდა, უამრავი მტკივნეული მომენტი გადაიტანა.

მეგანი შოუბიზნესში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად 15 წელი იბრძოდა. არსებობისთვის საჭირო ფულს დიდი წვალებით გამოიმუშავებდა.

იყო დრო, როცა მას საკუთარი მანქანის სულ მცირე ნაწილების შეკეთებაც არ შეეძლო, იმის მიუხედავად, რომ ფაქტობრივად, მანქანაში ცხოვრობდა, რადგან დაუსრულებლად დადიოდა ერთი კონკურსიდან მეორეზე, რომ როგორმე სამსახური ეშოვნა.

„იმის გამო, რომ საერთოდ არ მქონდა ფული, არ შემეძლო მანქანის შეკეთებაც კი. როდესაც გაფუჭდა მანქანის კარების საკეტები და აღარ იხსნებოდა, საბარგულიდან გადმოვდიოდი გარეთ და ასევე ვჯდებოდი შიგნით.“

რთული პერიოდები მსახიობისთვის უკან დარჩა. ის ახლა იმდენად პოპულარულია, რომ პროდიუსერები ყველაფრისთვის მზად არიან, შეინარჩუნონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g