პრინცი უილიამისგან და კეიტ მიდლტონისგან განსხვავებით, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი გრძნობების გამოხატვას საზოგადოებაში არ ერიდებიან. ოფიციალურ შეხვედრებზე წყვილი ყოველთვის ხელჩაკიდებული დადის, რასაც კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიასგან ვერასოდეს დაინახავთ. გუშინ კი, ახალდაქორწინებულებმა პოლოს მატჩზე ერთმანეთს ვნებიანად აკოცეს.
მეგანი, რომელიც ჯინსის კაბით გამოცხადდა, ღონისძიებაზე მეუღლის გუნდის მხარდასაჭერად მივიდა. ჯილდოს მიღების მომენტში კი, მოულოდნელად პრინცმა მეუღლეს აკოცა. აღნიშნულმა ფაქტმა ყველას წლების წინ პრინცი ჩარლზი და პრინცესა დიანა გაახსენა, სადაც ჰარის მამამ სწორედ იგივე ჟესტი გაიმეორა.
ტრადიციისამებრ, პოლოს მატჩი სამეფო ოჯახის მხრიდან საზოგადოების წინაშე გრძნობების გამოვლენის ერთგვარ საშუალებად ითვლება.