გასული წლის ივლისში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ კალიფორნიაში ახალი სახლში შეიძინეს. უკვე წელიწადი ხდება, რაც მეუღლეები ვაჟთან, პატარა არჩისთან ერთად ამ სახლში ცხოვრობენ. ცნობილი ხდება, რომ წყვილის ახალ სახლში ცხოვრების პერიოდში იქ პოლიცია ცხრაჯერ გამოიძახეს. ეს ინფორმაცია სანტა-ბარბარას პოლიციის დეპარტამენტის შერიფმა დაადასტურა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პოლიცია სატელეფონო ზარის მეშვეობით იქნა გამოძახებული, ასევე საპატრულო ეკიპაჟი ადგილზე სიგნალიზაციის ამოქმედების მერე მივიდა.
ცნობილია, რომ მაგალითად ახალი წლის ღამეს პრინც ჰარისა და მეგან მარკლი სახლში 37 წლის ნიკოლას ბრუკსი შეიჭრა, რომელიც პოლიციამ მალევე დააპატიმრა. საინტერესოა, რომ უსაფრთხოების თემა მეუღლეებმა ოპრა უინფრისთან ინტერვიუშიც წამოჭრეს. პრინც ჰარის ვერ წარმოედგინა, რომ სასახლიდან წამოსვლის შემდეგ ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახური მის დაცვაზე უარს იტყოდა.


