LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ერთმანეთს სახალხოდ აკოცეს (ფოტო)

76

გასულ კვირას, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი პირველად გამოჩნდნენ ერთად ოფიციალურ ღონისძიებაზე. დღეს კი, დასავლური მედია წყვილის პირველ საჯარო კოცნაზე ალაპარაკდა.

პრინცი და მსახიობი ტორონტოში, Invictus Games-ის დახურვის ცერემონიას დაესწრნენ. პაპარაცებმა კი მოახერხეს და ჰარი და მეგანი კოცნის დროს გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე იმყოფებოდა მარკლის დედაც, რომელმაც წყვილს კომპანიონობა გაუწია.

შეგახსენებთ, რომ მედია სამეფო ქორწილზე ჯერ კიდევ აგვისტოში ალაპარაკდა, მას შემდეგ, რაც წყვილი ერთად აფრიკაში გაემგზავრა. ინსაიდერების მტკიცებით, იქ ჰარიმ საყვარელ ქალს ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები