ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ბიოგრაფის, კეტრინ მეიერის განცხადებით, 5 წლის პრინცმა ჯორჯმა ჯერ არ იცის, რომ მომავალი ტახტის მემკვიდრეა. მეიერის განცხადებით, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ჯორჯს ისე ზრდიან, როგორც სხვა შვილებს. რაც შეეხებას მის მეფობას, მშობლები მიიჩნევენ, რომ ამ ინფორმაციისთვის ჯორჯი ჯერ პატარაა.
ეს გადაწყვეტილება პრინცმა უილიამმა მიიღო. მას ჯერ კიდევ ადრეული წლებიდან ეუბნებოდნენ, რომ მეფე უნდა გამხდარიყო, რამაც მას პასუხისმგებლობის გრძნობა ნაადრევად ჩამოუყალიბა. უილიამს სურს, რომ ჯორჯმა ბავშვობის წლები უფრო ლაღად გაატაროს. ქეით მიდლტონი კი თვლის, რომ ჯორჯი აქტიურად აკვირდება სამეფო ოჯახის ცხოვრებას და მალევე გაანალიზებს, რომ თავადაც ამ ცხოვრების ნაწილია.