დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი შობისთვის განსაკუთრებულად ემზადება. ცოტა ხნის წინ პრინცმა უილიამმა ცნობილი ტელეწამყვანისა და კულინარის, მერი ბერის შოუში შვილების საშობაო სურვილებზე ისაუბრა. ცნობილი ხდება, რომ 6 წლის პრინცმა ჯორჯმა, რომელიც ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია, სანტას სთხოვა, ფეხბურთთან კავშირში რაიმე ნივთი ეჩუქებინა. ასევე, პრინცი ხატვის დიდი მოყვარულია და მშობლები მისთვის სახატავი ნაკრების ყიდვას აპირებენ, რაც ასევე მის სურვილებში წერია.
პრინცი უილიამი ამბობს, რომ ფეხბურთის სიყვრული ჯორჯს მისგან გამოჰყვა. ჯორჯი ასევე ჩოგბუთითაც არის გატაცებული, რაც ქეით მიდლტონის დამსახურებაა.