პრინცი უილიამი საქველმოქმედო ორგანიზაცია „მომავალი მამების“ ოფისს ესტუმრა, სადაც ახალგაზრდა მამაკაცებს მამობისთვის ამზადებენ. აქ ასწავლიან ყველაფერს, რაც მამამ ბავშვის დაბადების შემდეგ უნდა იცოდეს. სწორედ მშობელთა სკოლას ესტუმრა ქემრიჯის ჰერცოგი და მომავალ მამებს ჩვილის მოვლის თემაზე გავკვეთილი ჩაუტარა. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა ფოტოები, როგორ ასწავლის პრინცი უილიამი მამაკაცებს ჩვილების მოვლას.
პრინცმა, რომელიც უკვე სამი შვილის მამაა, ბევრი ისაუბრა იმ შიშებზე, რომელიც ყველა მამას შვილის დაბადების მომენტში უჩნდება: „მათი დაბადების დღიდან ყველაფერი იცვლება, თავიდან ყველაფერი მარტივად ჩანს, 9 თვის მერე კი იწყება უძილო ღამეები და სტრესი. ეს გვაიძულებს, ვიფიქროთ უფრო მეტი მათზე“, – განაცხადა უილიამმა.