LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცმა უილიამმა საშობაო გეგმებზე ისაუბრა

58

პრინცმა უილიამმა სამეფო ოჯახში საშობაო გეგმებზე ისაუბრა. სამეფო ტახტის მემკვიდრე დარწმუნებულია, რომ მას წინ ღამეების თენება ელის, რადგან პრინცმა ჯორჯმა უკვე იცის შობის შესახებ და მოუთმენლად ელოდება მას.

„ახლა ორი შვილი გვყავს, ერთ-ერთი მათგანი კი უკვე კარგად ხვდება, რას ნიშნავს ეს დღესასწაული.  მიხარია, რომ ოჯახი სრულად ერთად შეხვდება ამ დღეს, ამჯერად არავინ წასული არ არის. საერთოდაც, შობა მშობლებთან ერთად და შობა საკუთარ ოჯახთან – ცოლ-შვილთან ერთად სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა“, – დაამატა პრინცმა.

ამასთან, უილიამმა შობას თოვლიც ინატრა, თუმცა იქვე დაამატა, რომ „თეთრი“ შობა უკვე დიდი ხანია არ ყოფილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები