LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცმა უილიმმა და ქეით მიდლტონმა უკრაინის პრეზიდენტსა და პირველ ლედის უმასპინძლეს

226
prncwllmnews2010

პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პირველ ლედის, ელენას უმასპინძლეს. შეხვედრა კენსინგტონის სასახლის სამეფო დარბაზში შედგა. 38 წლის მიდლტონი საყვარელი დიზაინერის, „ეიმილია ვიქსტიდის“ კაბაში იყო გამოწყობილი, რაც ეხება ელენა ზელენსკაიას, ის თეთრი ფერის პიჯაკსა და ქვედაბოლოში გამოჩნდა. შეხვედრაზე დედოფალი ელისაბეტიც უნდა ყოფილიყო, თუმცა, პანდემიის გამო ის უინძორის სასახლეში თვითიზოლაციაშია.

შეხვედრა ხელის ჩამორთმევის გარეშე დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ მონარქებსა და საპრეზიდენტო წყვილს ნიღბები არ ეკეთათ, ისინი დისტანციას იცავდნენ, რაც ყველა ფოტოზე ჩანს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები