LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროექტ „ნიჭიერის“ წარმატებული მონაწილე და აქტიური სიძე – ვინ არის წყვილი აქციიდან, რომელმაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა

286
Untitled design (40)

უკვე მესამე კვირაა საზოგადოება ე.წ გამჭვირვალობის კანონპროექტს სხვადასხვა აქციებითა და მსვლელობებით აპროტესტებს. გუშინ, რესპუბლიკის მოედანზე გამართული მარშის შემდეგ, მორიგი საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გაიმართა.

აქციის მონაწილეებს გვიან ღამით, ახალგაზრდა ახლადდაქორწინებული წყვილიც შეუერთდა და როგორც მოგვიანებით საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ისინი ღონისძიებაზე პირდაპირ ქორწილიდან მივიდნენ.

✊❤,,ასეთი რამ გინახავთ?… აქციაზე მოვიდა სიძე პატარძალი, პირდაპირ ქორწილიდან" #fortunage ვიდეო: Nino lomjaria

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Sunday 28 April 2024

აღსანიშნავია, რომ მათ გამოჩენას აქციის მონაწილეებსა და საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და აღფრთოვანება მოჰყვა, ისინი წყვილს შეძახილებითა და ოვაციებით შეხვდნენ და დაოჯახება ამგვარად მიულოცეს.

წყვილის ფოტო და ვიდეო კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა სოციალურ ქსელშიც, „ფეისბუკზე“ მათ უამრავ დადებით კომენტარებს უწერენ. დღეს კი, მედია მათი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ აქტიურად წერს.

წყვილი – დათა ჟღენტი და ლილიანა ტუსკია ზემოთ ხსენებულ კანონპროექტს მანამდეც აპროტესტებდნენ, ისინი სოციალურ ქსელებში „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო პოსტებსა და ფოტოებს აქტიურად ავრცელებდნენ.

ასევე, ცნობილია, რომ ლილიანა ტუსკია 2020 წელს პროექტ „ნიჭიერში“ საკმაოდ წარმატებით მონაწილეობდა, რადგან ნახევარფინალშიც წარმატებით იასპარეზა.

ფოტო: გიორგი ებანოიძე